• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მენეჯერი
დამსაქმებელი: ვისტამედი
ბოლო ვადა: 2019/01/05
ნანახია: 639 -ჯერ

კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედის"  ვაკის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას  მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • კლინიკაში  მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
  • სატელეფონო ზარების მიღება და სწორი გადამისამართება, აგრეთვე პაციენტებთან ზარების განხორციელება;
  • პაციენტთა სარეგისტრაციო ელექტრონული ბაზის მართვა;
  • შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა - ორგანიზება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
  • რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.

 

პიროვნული თვისებები:

  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

შერჩევის ეტაპები:

  • მიღებული CV-ების გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება


 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ  CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე:  careers@vistamedi.ge

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მენეჯერი”

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა