• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სავაჭრო წარმომადგენელი -პრისეილერი/ჰორეკას პრისეილერი
დამსაქმებელი: კანტი
ბოლო ვადა: 2018/12/28
ნანახია: 552 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის -პრისეილერისა და ჰორეკას პრისეილერის  თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

 

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • ფინანსური პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად, სავაჭრო ობიექტებიდან, რეალიზებული საქონლიდან მიღებული თანხების კომპანიის სალაროში შემოტანის გარანტია. (ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, უძრავი ქონება.)
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით - მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა;
  • პრეტენდენტის ასაკი 25-35 წელი, მამაკაცი.
  • თბილისის ქუჩების/მისამართების ზედმიწევნით ცოდნა;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული;
  • გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
  • ბუღალტრულ საბუთებთან მუშაობის გამოცდილება: ელექტრონული ზედნადები, სალაროს აპარატი;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა, B კატეგორია.



უფლება მოვალეობები:

  • წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება;
  • საქონლის შეთავაზება სავაჭრო ობიექტებისთვის;
  • სავაჭრო ობიექტისთვის ოპტიმალური შეკვეთის უზრუნველყოფა;
  • თაროებზე განთავსებული საქონლის შესწორება და განთავსების მუდმივი კონტროლი;  
  • ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქტებზე;
  • საქონლის უკან დაბრუნება ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში;
  • შემკვეთებისგან თანხების მიღება და სალაროს ჩეკის მიწოდება;
  • ერიოდული სპეციალური დავალებების შესრულება;

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველად ინფორმაციის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან.


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@kanti.ge, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა