• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი - გურჯაანი
დამსაქმებელი: სასტუმრო სანაპირო
ბოლო ვადა: 2018/12/16
ნანახია: 606 -ჯერ

ქ. გურჯაანში, "სუპერმარკეტი სანაპირო" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ქ. გურჯაანი
სამუშაო განრიგი: სრული
ანაზღაურება: წილი საოპერაციო მოგებიდან, პარტნიორული თანამშრომლობა, ქსელის განვითარების პერსპექტივა 

"სუპერმარკეტი სანაპირო" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების და მზა საკვების რეალიზაცია ქ. გურჯაანში, წმ. ნინოს ქ. #5-ში მდებარე მაღაზიაში. სარეალიზაციო საქონლის მომარაგება წარმოებს როგორც დისტრიბუტორების, ასევე საკუთარი მომარაგების მეშვეობით.

"სუპერმარკეტი სანაპიროს" უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, შესაბამისად კომპანიისათვის პრიორიტეტულია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტის პერსონალის: მოლარეებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრეტენზიების (ობიექტების მიხედვით) აკუმულირება, პარტნიორებთან ანგარიშგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება-შეთავაზება;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
** ობიექტების პრობლემების თავმოყრა და პარტნიორების ინფორმირება;
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პარტნიორებთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე nukri.lipartashvili@verona.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღების ვადა: 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა