• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ტრიბა
ბოლო ვადა: 2019/01/03
ნანახია: 589 -ჯერ

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი. 

შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე, თბილისში.

მოვალეობები: 

** პორტფელში არსებულ მსესხებლების მოძიება და დამუშავება
** მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება
** პორტფელის მუდმივი მონიტორინგი

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში, პრობლემური აქტივების მართვაში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ და აქტიურ გარემოში მუშაობის უნარი

სამუშაო საათები: 

ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
შაბათი - ნახევარი სამუშაო განაკვეთი. 10:00-14:00

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: jobs@triba.ge და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა