• https://charte.ge/

ავტორი

ჯობლინკი

tel: (+995) 592 99 55 55
mail: resume@joblink.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვისის სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ჯობლინკი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/12/29
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ანაზღაურება: 1000 - დან
ასაკი: 25 - 40 წელი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
მართვის მოწმობა B კატეგორია

ნანახია: 545 -ჯერ

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას სერვისის სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სერვისის სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას სამშენებლო და სხვა მძიმე ტექნიკის რეალიზაციისა და სერვისის დარგში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების შეკვეთების მიხედვით პროდუქციის მოძიება. საჭიროების შემთხვევაში მსგავსი/ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება;
  • სათადარიგო ნაწილების გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი: ხელშეკრულების მომზადება, პროდუქციის შეკვეთა და ა.შ.
  • ადგილობრივი ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
  • კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • კლიენტებთან ვიზიტები, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
  • კომპანიის პარტნიორ ბრენდებთან დაკავშირებული მარკეტინგული აქტივობის კოორდინაცია;
  • ყველა ის მოვალოება, რაც სერვისის სათადარიგო ნაწილების სამსახურის შეუფერხებელი მუშაობისთვის არის აუცილებელი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სატვირთო და მძიმე ტექნიკის მახასიათებლების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
  • სავალდებულოა ტექნიკურ ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია, რომ კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • სისხარტე;
  • სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 1,000 ლარი.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სერვისის სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა