• https://charte.ge/

ავტორი

სახალხო დამცველის აპარატი

tel: (+995 32) 2 913814 (110)
mail: vacancy.ombudsman@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სახალხო დამცველის საკონტაქტო პირები
დამსაქმებელი: სახალხო დამცველის აპარატი
ბოლო ვადა: 2015/07/12
განათლება მაგისტრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ანაზღაურება: 450 E - დან
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ინგლისური კარგად
ნანახია: 1453 -ჯერ

 

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს საქართველოს სახალხო დამცველის საკონტაქტო პირების ვაკანსიაზე, ევროკავშირის პროექტის "სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა II" №ENPI/2014/350-731-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერება და ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შერჩეული საკონტაქტო პირები რეგულარულად გამართავენ გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს, რა დროსაც, მოსახლეობას საშუალება ექნება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განცხადებით ან საჩივრით მიმართონ სახალხო დამცველს. 

საკონტაქტო პირების შერჩევა მოხდება შემდეგ ქალაქებში/რაიონებში (2 საკონტაქტო პირი):

1. ოზურგეთი (მოიცავს ოზურგეთს, ლანჩხუთს, ჩოხატაურს);
2. ამბროლაური (მოიცავს ამბროლაურს, რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო სვანეთს);

სამუშაოს აღწერა:

** სამუშაო კონტრაქტით განსაზღვრულ სამოქმედო არეალში რეგულარული (თვეში არანაკლებ ექვსი) შეხვედრის დაგეგმვა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების (მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი რესურს ცენტრების, საჯარო სკოლების, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების) წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის აპარატის მანდატის გაცნობის მიზნით;
** დაგეგმილი შეხვედრების თაობაზე და შეხვედრის შედეგების შესახებ სახალხო დმაცველის აპარატის დროული ინფორმირება; 
** ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველის ცენტრალური და შესაბამისი რეგიონული ოფისისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში სახალხო დამცველის ოფისის დახმარება და შეხვედრებში მონაწილეობა;
** რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის მითითებით, ადგილობრივ დონეზე სახალხო დამცველის ოფისის ცნობადობის გაზრდისა და ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა პერიოდული ღონისძიებების/საქმიანობების დაგეგმვა;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ერთწლიანი გამოცდილება, რომელიც შეესაბამება დასაკავებელი თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფუნქციებს (სასურველია);
** უმაღლესი იურიდიული (სასურველია) განათლება ან განათლება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში; 
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატმა მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy.ombudsman@gmail.com უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. CV ქართულ ენაზე;
3. სამოტივაციო წერილი; 
4. პირადობის მოწმობის ასლი;
5. ორი რეკომენდატორის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
6. სხვა დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას (სურვილის შემთხვევაში).

ელექტრონული წერილის სათაურში უნდა მიეთითოს ვაკანსიის დასახელება: "საკონტაქტო პირი".

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 450 ევროს ექვივალენტი ლარებში (დასაბეგრი). შრომის ანაზღაურების თანხა მოიცავს სახელმწიფო გადასახადებს, გადაადგილების, სატელეფონო კავშირისა და საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.

კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს პირადი ელ-ფოსტის მისამართი, ვინაიდან წერილობითი პასუხი/შეტყობინება გაგზავნილი იქნება ელ-ფოსტის მეშვეობით.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: 

** პირველ ეტაპზე მოხდება საუკეთესო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატთა შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით. 
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართ: თბილისი, ნინო რამიშვილის 6
ტელ: (+995 32) 2 913814 (110)
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა