• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრატორი ბათუმში
დამსაქმებელი: ბუტიკ 32
ბოლო ვადა: 2018/12/20
ნანახია: 587 -ჯერ

სასტუმრო „ბუტიკ 32“  აცხადებს ვაკანსიას  ადმინისტრატორის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება- ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სტუმრების ტრანსფერისა და ავტომობილით სხვა მომსახურების მოთხოვნების უზრუნველყოფა;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების თანამშრომლისთვის ინფორმაციის გადაცემა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
  • ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული საუბარის(სასრველია თურქული ენის ცოდნაც);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პრეზენტაბელური გარეგნობა;
  • თავაზიანობა;
  • მოწესრიგებულობა.

 

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: boutiquehotel32@gmail.com . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო ,„ბუტიკ 32“ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა