• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი რუსთავსა და გარდაბანში
დამსაქმებელი: ორი ნაბიჯი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/12/22
ნანახია: 611 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე  ქალაქ რუსთავში და გარდაბანში

 

სამუშაო ადგილმდებარეობა:

  • რუსთავი, რუსთაველის გამზირი N32,
  • გარდაბანი, აღმაშენებლის ქ#6

 

დასაქმების ტიპი: სრული ან ნახევარი განაკვეთი


ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, თუ გინდა გამოცდიელბა მიიღო გაყიდვების და მომსახურების სფეროში, იმუშავო მოქნილი გრაფიკით.
 

ფუნქციები:

  • მომხმარებლის მომსახურება;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება;
  • პროდუქციის მიღება, განლაგება;
  • თაროების მოწესრიგება;
  • სისუფთავეზე ზრუნვა;

 

ბენეფიტები:

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი
  • მზარდი სახელფასო ანაზღაურება სტაჟის მიხედვით
  • დამატებითი საბონუსე ანაზღაურება;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • შვებულების 24 დღე;
  • ფასდაკლების ბარათი სამედიცინო მომსახურეობაზე ;


 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ სასურველი ქალაქი

 

ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“  - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა