• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე
დამსაქმებელი: ჩემი ოფისი
ბოლო ვადა: 2018/12/21
ნანახია: 651 -ჯერ

ჩემი ოფისი“  ქ.თბილისში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  შემდგომი დასაქმების პერსპექტივით!!!

„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. ესაჭიროება აქტიური პიროვნება HP, Canon, Xerox პროდუქციასთან სამუშაოდ. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/about-our-company-ka/

კომპანია აძლევს საშუალებას  გაიარონ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი.შერჩეული კანდიდატები ადგილზე დაეუფლებიან გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, დაესწრებიან ტრენინგებს, როგორც პროდუქციის ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის შესახებ.

წარჩინებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ პროგრამის დასრულების შემდეგ სტაბილურად გააგრძელონ თანამშრომლობა კომპანია „ჩემ ოფის“-ში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

 სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • ორშაბათი-პარასკევი: 09.00-დან 18.00-ის ჩათვლით;
  • სამუშაო მიმდინარეობს ოფისში ;
  • დასაქმებული კანდიდატებისთვის მოქმედებს ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, 2018წლის21 დეკემბრის  ჩათვლით. 

 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სტაჟიორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ  განიხილება.

  

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა