• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
დამსაქმებელი: Geosm
ბოლო ვადა: 2018/12/15
ნანახია: 704 -ჯერ

კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების განყოფილების თანამშრომლის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სრული სამუშაო დღე - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი 11:00-17:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვა და კონტროლი
**  შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება მომხმარებლისთვის
** ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ
** მომხმარებელთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება, მომსახურების მაღალი დონე.
** პროდუქციის აღრიცხვასა და შეკვეთების კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება.  

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები: 

** ენერგიული;
** მოაზროვნე;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოტივირებული;
** თავაზიანი;
** მოთმინების უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული.

ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა: 2 თვე. შემდგომ სტაბილური ხელფასი + ბონუსური სისტემა და დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ მისამართზე: archil@geosm.ge არაუგვიანეს 2018 წლის 5 დეკემბრისა. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა