მძღოლი-დისტრიბუტორი |
დამსაქმებელი: |
ფარმაცევტული კომპანია |
ბოლო ვადა: |
2018/12/20 |
ნანახია: |
939 -ჯერ |
ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 4 წელი
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის მაღალგანვითარებული უნარი
** ორგანიზებულობა
** მოტივირებულობა
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
** თანხის მიღება კლიენტებისგან
** კომპანიის კურიერული მომსახურება
სამუშაო განაკვეთი: 6 სამუშაო დღე.
შრომის ანაზღაურება: 600 ლარი კომპანიის ავტომანქანით
საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში 600 ლარი + 200 ლარი საწვავის ხარჯი (ასეთ შემთხვევაში ავტომობილის წვის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს 100 კმ-ზე).
კანდიდატებს სამსახურის დასაწყებად მოეთხოვებათ ქონებრივი უზრუნველყოფის ჩადება უძრავი ან მოძრავი ქონებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: tamaragiorgadze09@gmail.com გთხოვთ, ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლი-დისტრიბუტორი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ძირითად მოთხოვნებს, ნუ გამოგვეხმაურებიან.