• https://charte.ge/

ავტორი

ნიკორა ტრეიდი

tel: (+995) 591 04 08 40
mail: jobs@nikoratrade.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი ბაკურიანში
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2018/11/30
მდებარეობა: ბაკურიანი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ქართული
ნანახია: 591 -ჯერ

სს „ნიკორა ტრეიდი“- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის  „ნიკორას“, „ნუგეშის“, „ლიბრესა“ და „სანდეის“  მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ბაკურიანში

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტის მიმდინარე პროცესების მართვა და მონიტორინგი
  • ნავაჭრის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
  • მარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
  • პროდუქციის ფასების და აქციების მონიტორინგი
  • პროდუქსიის ჩამოწერის კონტროლი
  • მარკეტის პროდუქციის აღწერის წარმოება
  • მაღაზიის გაყიდვების ანალიზი
  • სავაჭრო ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
  • არითმეტიკული ოპერირების უნარი
  • გუნდის მართვის უნარი

 

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა

 

ჩვენ გთავაზობთ

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს

 

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 591 040 840

ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე – jobs@nikoratrade.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მაღაზიის მენეჯერი - ბაკურიანი“.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა