• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინკუბატორის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ჩირინა
ბოლო ვადა: 2018/11/30
ნანახია: 783 -ჯერ

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge)  ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი - ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული. 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინკუბატორის თანამშრომლის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

** ინკუბატორში შემოსული კვერცხის მონიტორინგი
** ფერმებიდან შემოსული კვერცხის დახარისხება და გატეხილი, დაბზარული, ჭუჭყიანი, დეფორმირებული, თხელნაჭუჭა, პატარა წონის, დიდი წონის გამოწუნება.
** დახარისხებული კვერცხის  თაფხებზე დალაგება და შესაბამის საწარმოო ზონაში შეტანა
** წიწილის დახარისხება და არაკონდიციური წიწილის გამოწუნება
** საწარმოო ზონის, საჩეკი კარადების რეცხვა/დეზინფექცია სანიტარული დამუშავება
** ინკუბატორიდან გამოტანილი კვერცხის გალანდვა და გაუნაყოფიერებელი კვერცხის გამოწუნება
** ინკუბატორში მიმდინარე ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: hr@chirina.ge 2018 წლის 30 ნოემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა