• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აწყობის მენეჯერი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2018/12/16
ნანახია: 710 -ჯერ

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. "ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა. 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

პოზიცია: საწყობის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია პერსონალის მართვის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლის მიღება-მითვლა ან/და სრული პროცესის კონტროლი დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების მუდმივი კონტროლი;
** საწყობში სისუფთავის, წესრიგისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ჩამოსაწერი პროდუქტის დახარისხების კონტროლი;
** ობიექტებისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** საწყობში მომუშავე პერსონალის კონტროლი და მათთვის ყოველკვირეული/დღიური სამუშაო განრიგის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის ან ნებისმიერი ზემდგომი პირის მხრიდან მიღებული მითითებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სხვა მოთხოვნები:

აუცილებელია კანდიდატის მხრიდან უზრუნველყოფა უძრავი ქონებით.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა