• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი-ექსპედიტორი - ქუთაისი
დამსაქმებელი: ბიდი კომპანი
ბოლო ვადა: 2018/12/14
ნანახია: 588 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" აცხადებს მძღოლი-ექსპედიტორის ვაკანსიას ქუთაისში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვე (აუცილებელია);
** სწრაფი ანგარიშის უნარი;
** ქონებრივი უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება;
** მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო მანქანის მართვა;
** შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით.
** ანგარიშსწორება ობიექტთან.

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 14 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა