• https://charte.ge/

ავტორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია

tel: 2 200 220 (5204)
mail: www.itvet.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინგლისური ენის პროფესიული განათლების მასწავლებელი
დამსაქმებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: განათლება,
ბოლო ვადა: 2018/11/27
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 678 -ჯერ

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანტურ (შტატგარეშე) პოზიციაზე.

      ინგლისური ენის პროფესიული განათლების მასწავლებელი

სამუშაო აღწერილობა:

  •          პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
  •          კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
  •          პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;
  •          საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება;
  •          სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  პროფესიულ სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება; 
  •          სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა.

სალექციო თემატიკა:

  •          ზეპირი კომუნიკაცია ყოველდღიურ ყოფით საკითხებზე (A2/B1);
  •          ინგლისურ ენაზე მიღებული  ინფორმაციის წაკითხვა-განხილვა;
  •          ინგლისურ ენაზე პირადი კორესპონდენციის წარმოება და წერილობითი კომუნიკაცია;
  •          ინგლისურ ენაზე პრაქტიკული გამოყენება პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე  კომუნიკაციისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  •          სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

  •          პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და   ღირებულების შესაბამისად.

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge  "Subject"-ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.

 

 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ნოემბერი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა(ყოფილი ბუდაპეშტი)

ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა