• https://charte.ge/

ავტორი

ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC

tel: 2 183806, 595 182518
mail: info@gceducentre.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ინგლისურის მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელ კურსზე
დამსაქმებელი: ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2015/07/15
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 1579 -ჯერ

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი" აცხადებს მიღებას ინგლისურის მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელ კურსზე.

გლობალურ კონტექსტში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა მთარგმნელ-თარჯიმნებზე, ამიტომ "ქართულ-კანადურმა საგანმანათლებლო ცენტრმა (GCEC)" ქართველ, ინგლისელ და კანადელ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელი სპეციალური პროგრამა, რაც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, პროფესიულ დონეზე დაეუფლოს მთარგმნელ-თარჯიმნის პროფესიას.

კურსს უძღვებიან კვალიფიციური ინგლისელი და ქართველი პედაგოგები, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. სწავლის პერიოდში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები; ვიდეო და აუდიო მასალები; ეკონომიკური, სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური სტატიები, საქმიანი დოკუმენტები და ა.შ.

კურსის ამოცანაა, გამოუმუშავოს მსმენელს ზეპირი თარგმანის, წერითი თარგმანის, სხვადასხვა ტექსტის დამუშავებისა და რეფერირების უნარები. კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს კომუნიკაციას უცხო ენაზე, ნებისმიერი დარგობრივი ტექსტის თარგმნას: წერილობით, თანმიმდევრულად, რეფერირებულად მშობლიური ენიდან უცხო ენაზე და პირიქით. გარკვეული ხანგრძლივობის ტექსტის მოსმენას, დამახსოვრებას, გამართულად და შესაბამისი სტილით თარგმნას.

კურსის მიზანია:

** ზეპირი და წერითი თარგმანის დახვეწა და გაღრმავება
** თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავება
** აზრის გამოხატვის, დამახსოვრების და მსჯელობის უნარის განვითარება
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების დახვეწა
** მეტყველების ტექნიკის დამუშავება
** ლექსიკური მარაგის გაღრმავება
** თარგმნისა და ენობრივ სირთულეებში გარკვევა
** დახვეწილი და სრულყოფილი წერის სტილის განვითარება
** ინგლისური ენის ფონეტიკური და გრამატიკული ბაზის ჩამოყალიბება
** სხვადასხვა ტიპის ტექსტების (სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური, ეკონომიკური) გაგება, თარგმნა, ანალიზი და ინტერპრეტაცია.

კურსზე დაშვების წინაპირობა: მსმენელი უნდა აკმაყოფილებდეს upper-Intermediate ან Advanced დონეს.

გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ, მცირერიცხოვან ჯგუფებში.
კურსის ხანგრძლივობა: ოთხი თვე (72-96 საათი)
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 4- 6 კაცი
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (3-4 კაცის შემთხვევაში), 2 საათი (4-5 კაცის შემთხვევაში)
ზეპირი თარგმანი (თანმიმდევრული თარგმანი) თვეში: 6-8 საათი
წერითი თარგმანი თვეში: 6-8 საათი
ზეპირმეტყველება (ბრიტანელ პედაგოგთან) თვეში: 6 -8 საათი
კურსის ღირებულება თვეში: 185 ლარი. პირველი გაკვეთილი უფასოდ
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

დაგვიკავშირდით:

მის.: წერეთლის გამზ. #49-51 (მეტრო "წერეთელთან"), მეორე სართული.
ტელ.: 2 183806, 595 182518
ელ-ფოსტა: info@gceducentre.com
ვებ-გვერდი: http://www.gceducentre.com
Facebook: https://www.facebook.com/georgiancanadian.educationalcentre

ან შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://gceducentre.com/index.php?act=send_mail

 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა