• https://charte.ge/

ავტორი

სალომე ხუციშვილი

tel: (+995) 577 06 45 46
mail: salome.khutsishvili@tracker.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კომპანია
დამსაქმებელი: სალომე ხუციშვილი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2018/11/30
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: არასრული
ასაკი: 19 - დან
ნანახია: 934 -ჯერ

კომპანია თრექერი აცხადებს ვაკანსიას მისტიური მყიდველის/ინტერვიუერის პოზიციაზე. თქვენ გეძლევათ საშუალება, თქვენი ძალისხმევით ცხოვრების დონე უკეთესობისაკენ შეცვალოთ და ამავდროულად გამოიმუშავოთ სოლიდური თანხა. გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

კომპანია თრექერი ახორციელებს მისტიურ კვლევებს და აერთიანებს ქართულ ბაზარზე ორი კვლევითი კომპანიის „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის“ (IPM) და „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსის“(TNS) მრავალწლიან გამოცდილებას მისტიური მომხმარებლის კვლევაში. მისტიური კვლევა გამოიყენება, რათა გაზომოს მომსახურების ხარისხი სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.  

ინტერვიუერს ევალება: 
მისტიური მყიდველის როლში, განსაზღვრული სცენარის მიხედვით შესაბამისი საქონლისა და მომსახურების სათანადო შეფასება. კითხვარის შევსება და კვლევისათვის მნიშვნელოვანი დეტალების დაფიქსირება. 
აუცილებელი პიროვნული თვისებები: 
• გამართული მეტყველების უნარი. 
• კომუნიკაბელური. 
• პუნქტუალური. 
• ორგანიზებული 
• წინასწარ გაწერილი გეგმის შესრულების უნარი. 
ანაზღაურება არის გამომუშავებით/პროექტული. გამომუშავებული ანაზღაურების ზევიდან ხდება გარკვეული მომსახურეობების ანაზღაურება, მაგალითად: ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია, ექოსკოპია, ანალიზი, პირადობის მოწმობის აღება, ავტომობილის დიაგნოსტიკა და ა. შ. გააჩნია პროექტს. 
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე salome.khutsishvili@tracker.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა