ღამის მცხობელი |
დამსაქმებელი: |
ევროპროდუქტი |
ბოლო ვადა: |
2018/12/08 |
ნანახია: |
753 -ჯერ |
"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.
ვაკანსიის დასახელება: ღამის მცხობელი დიდ დიღომში
სამუშაო ადგილი: თბილისი (დიდი დიღომი)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
გრაფიკი: 23:00-08:00 ყოველ მეორე ღამეს
ანაზღაურება: 450 ლარი
სამუშაოს აღწერილობა:
** გამზადებული პროდუქტის გამოცხობა;
** ზედნადების მიხედვით განაწილება სხვა ობიექტებისათვის;
** ჰიგიენური ნორმების დაცვით საკუთარი სამუშაო პერიმეტრის მოწესრიგება.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** სისხარტე;
** პუნქტუალურობა.
აუცილებელი მოთხოვნები: სასურველია საცხობ ღუმელზე მუშაობის გამოცდილება (მზა ფუნთუშეულის ცხობა).
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!