• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მცხობელი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2018/12/08
ნანახია: 685 -ჯერ

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

ვაკანსიის დასახელება: მცხობელი წყნეთსა და ბაგებში;
სამუშაო ადგილი: ბაგები (გვესაჭიროება ერთი მცხობელი) ; წყნეთი (გვესაჭიროება 1 მცხობელი);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
გრაფიკი: 08:00-17:00 კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 650 ლარი

სამუშაოს აღწერილობა:

** გამზადებული პროდუქტის გამოცხობა;
** ზედნადების მიხედვით განაწილება სხვა ობიექტებისათვის;
** ჰიგიენური ნორმების დაცვით საკუთარი სამუშაო პერიმეტრის მოწესრიგება. 

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** სისხარტე;
** პუნქტუალურობა.

აუცილებელი მოთხოვნები: სასურველია საცხობ ღუმელზე მუშაობის გამოცდილება (მზა ფუნთუშეულის ცხობა).

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა