• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინგლისური ენის მასწავლებელი/კლასის დამრიგებელ
დამსაქმებელი: ევროპული სკოლა
კატეგორია: განათლება,
ბოლო ვადა: 2018/11/20
ნანახია: 740 -ჯერ

შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროგრამის ინგლისური ენის მასწავლებლის და კლასის დამრიგებლის პოზიციაზე

პოზიციის მიზანი: ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის სწავლება და კომპეტენციის ფარგლებში სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. ინგლისური ენის მასწავლებელი

** სასწავლო პროგრამის მიზნებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო და მოსწავლის ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა;
** სემესტრული სილაბუსებისა და თემატური გეგმის შედგენა; შეფასების სტრუქტურის შესახებ მოსწავლეების მუდმივი ინფორმირება;
** სასწავლო პროგრამის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკობრივი და სხვა ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე სასწავლო მეთოდების შერჩევა და მათთვის სასწავლო პროცესის წარსამართად აუცილებელი რესურსების მიწოდება;
** სასწავლო პროგრამით/სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება;
** გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და სრული საგაკვეთილო პროცესის მართვა; 
** მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის/შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება/დამრიგებლის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
** მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით შემაჯამებელი, სადიაგნოსტიკო და სხვა სახის ტესტების მომზადება; ტესტის შედეგების ანალიზი, რეფლექცია, მოსწავლეებისთვის დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მოსწავლეთა ტესტების/ნამუშევრების შენახვა სკოლაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** საჭიროებისამებრ მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება; 
** სასწავლო და პერსონალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელება; 
** საჭიროებისამებრ კლასგარეშე სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურის შერჩევა, დამოწმება და მოსწავლეებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა; 
** იმ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს სილაბუსით გათვალისწინებული პროგრამის შესწავლას;
** მშობელთა კრებებზე დასწრება, კრებებისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება; საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა მიღწევების ინდივიდუალური განხილვა;
** ელექტრონული ჟურნალის წარმოება: საშინაო დავალებების შეტანა, თითოეულ მოსწავლეზე ყოველდღიური რეპორტების გაწერა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, ქულებისა და კომენტარების სახით დოკუმენტაციის წარმოება;
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმირება სასწავლო გეგმის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ;
** დეპარტამენტის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება; პროფესიული სიახლეების მუდმივი გაცნობა-ათვისება; 
** საგნის პორტფოლიოს სრულყოფილი წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; 
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 

კლასის დამრიგებელი:

** სასწავლო წლის დასაწყისში მთლიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა; სემესტრის დასაწყისში დეტალური გეგმის გაწერა და სემესტრის ბოლოს გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენა;
** სადამრიგებლო კლასის სასწავლო პროცესის მართვა; ნებისმიერი შეფერხების/პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირება;
** მოსწავლეთა საზოგადოებრივ აქტივობებსა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფა;
** მოსწავლეთა მოტივირების, ჩართულობისა და მაღალი აკადემიური მიღწევების ხელშეწყობა: მშობლებთან, მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთან თანამშრომლობა;
** მოსწავლეების ინფორმირება სასკოლო სიახლეების, რეგულაციების, წესებისა და მათი უფლებების შესახებ;
** მოსწავლეთა უზრუნველყოფა სასწავლო პროცესისთვის საჭირო სასწავლო რესურსებით; ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** დამრიგებლის პორტფოლიოს სრულყოფილი წარმოება; 
** საჭიროებისამებრ ექსკურსიებისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
** მშობელთა კრებების ორგანიზება, კრებებისთვის რეპორტების მომზადება; საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის ინდივიდუალური განხილვა;
** ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეების შეფასებების გაცნობა და საჭირო ინფორმაციის შეტანა;
** კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 

კვალიფიკაცია:

განათლება 

** ბაკალავრის ხარისხი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიაში;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიაში;
** სასურველია ინგლისური ენის სწავლების საერთაშორისო სერტიფიკატი (CELTA/DELTA).

გამოცდილება - ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

** კანონი "ზოგადი განათლების შესახებ";
** მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
** ბავშვის უფლებათა კონვენცია;
** ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტი;
** IB-ის ფილოსოფიის ზედმიწევნით ცოდნა;
** IB-ის მეთოდოლოგიისა და ტექნიკების ცოდნა;
** ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა; 
** სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა. 

კომპიუტერული პროგრამები: MS Office, Outlook

პიროვნული მახასიათებლები: 

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა;
** სტრესის მენეჯმენტი;
** თვითგანითარებისთვის მზაობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 2018 წლის 20 ნოემბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა