• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საბანკო საქმე
დამსაქმებელი: UNIKO
კატეგორია: მეცნიერება,
ბოლო ვადა: 2017/02/16
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 11741 -ჯერ

►► UNIKO-ში საბანკო საქმის შემსწავლელი კურსი, ლიბერთი ბანკში (Liberty Bank) სტაჟირებით და დასაქმებით!

+ საჩუქრად საოფისე პროგრამების 120 ლარიანი პაკეტის  უფასო სწავლება

 

ასევე გთავაზობთ,   კურსის გავლის შემთხვევაში, კურსამთავრებულებს გთავაზობთ საოფისე პროგრამების 120 ლარიანი პაკეტის უფასოს წავლებას.

მხოლოდ UNIKO-ში,  საბანკო საქმე + ბანკში უფასო სტაჟირება! სწავლება ქართულ და რუსულ ენაზე!

სასწავლო კურსის მიზანი:

კურსის მიზანია სტუდენტებისთვის საბანკო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მომსახურების სახეების, ბანკის მართვის, საფინანსო შედეგების ასახვის, ანალიზის და შეფასების საბაზო საფუძვლების სწავლება; აგრეთვე იმ ეკონომიკური, სამართლებრივი და ზედამხედველობის პრინციპების დაუფლება, რომლებიც წარმოადგენს საქართველოში კომერციული ბანკების ფუნქციონირების საფუძველს და განსაზღვრავს მათ საქმიანობას.

კურსის შინაარსი

(თეორია):

  •   საბანკო სისტემა და მისი არსი - ბანკების წარმოშობის ისტორია და განვითარების ეტაპები, საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ისტორია, საბანკო სისტემის არსი და მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკურ ცხოვრებაში
  •   ცენტრალური და კომერციული ბანკები - ცენტრალური და კომერციული ბანკების მნიშვნელობა და განსხვავება, მათი ფუნქციები და როლი ქვეყნის ფინანსური სისტემის მართვაში
  •   კომერციული ბანკების საქმიანობის სახეები - კომერციული ბანკების აქტიური და პასიური ოპერაციები, ბანკების შემოსავლების ფორმირება და განაწილება
  •   საბანკო პროდუქტები - საბანკო პროდუქტების არსი და სახეები, მათი მნიშვნელობა და განვითარების ეტაპები
  •   საბანკო კრედიტები - საბანკო კრედიტების სახეები, დაკრედიტების პრინციპები და მნიშვნელობა
  •   საბანკო ოპერაციები - ბანკების საოპერაციო პროდუქტები, ანაბრები, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სისტემები, ბანკთაშორისი საკორესპონდენტო ურთიერთობები
  •   თანამედროვე საბანკო პროდუქტები და ტექნოლოგიები - პლასტიკური ბარათები, დისტანციური საბანკომო მსახურება და ინტერნეტბანკინგი, პერსონალური საბანკო მომსახურება, 

(პრაქტიკული გამოცდილება):

  •   საბანკო ზედამხედველობა - არის საბანკო ზედამხედველობის სამსახური, კაპიტალის ადეკვატურობა, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი, ბანკის კაპიტალის შემადგენელი ელემენტები
  •   საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტები - ბაზელის კომიტეტი, მისი არსი, წარმოშობის ისტორია და ზედამხედველობის სტანდარტების სახეები
  •   საბანკო რისკების სახეები, საბანკო რისკების მართვა - რისკის თეორია და რისკ-მენეჯმენტი კომერციულბანკში  საკრედიტორისკი, საბაზრო და საპროცენტო რისკები, სავალუტო რისკი, საოპერაციორისკი, სამართლებრივი რისკი, რეპუტაციის რისკი
  •   კრედიტის დამტკიცება-დამუშავების მექანიზმები - საკრედიტო განაცხადის განხილვისა და დამტკიცების საფეხურები, საკრედიტო კომიტეტი, ე.წ. „სქორინგის“ სისტემა
  •   ვალუტის გაცვლითი კურსის დადგენის მექანიზმი - ოფიციალური გაცვლითი კურსის არსი და მნიშვნელობა, კურსის დადგენის პრინციპები და მექანიზმი
  •   ბანკში მუშაობის პრინციპები და ღირებულებები - ბანკში მუშაობის და დებითი და უარყოფითი მხარეები, განვითარების პერსპექტივები და ორგანიზაციის ღირებულებებზე აგებული კარიერა

კურსის გავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება.  სტუდენტმა იცის:

  •   ბანკის, საბანკო სისტემის არსი და საბანკო სისტემის მდგომარეობა საქართველოში;
  •   ცენტრალური და კომერციული ბანკების ფუნქციების და ფუნქციონირების საფუძვლები;
  •   კომერციული ბანკების რეგულირება საქართველოში;
  •   კომერციული ბანკის ბალანსის სტრუქტურა, მისი  პასიური და აქტიური ოპერაციები;
  •   კომერციული ბანკის ლიკვიდობა და გადახდის უნარიანობა;
  •   უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა კომერციულ ბანკში;
  •   დაკრედიტების სისტემის საფუძვლები; დაკრედიტების პროცესი კომერციულ ბანკში;
  •   დაკრედიტების სახეები და უზრუნველყოფის ფორმები;
  •   კომერციული ბანკის სხვადასხვა ოპერაციები; ანალიზისა და ანგარიშგების სისტემა კომერციულ ბანკში;
  •   კომერციული ბანკის კონტროლის სისტემები; კომერციული ბანკის და კრედიტების პროცესის ეტაპები;
  •   მსესხებლების (იურიდიული და ფიზიკური პირების) კრედიტუნარიანობის შეფასების სისტემები;
  •   თანამედროვე საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების სახეები;


ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სტუდენტს შეუძლია:

  •   საქართველოს ეროვნული ბანკისფუნქციების, მისი ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე საბანკო საქმის პროცესში წარმოშობილი პრობლემების ანალიზი;
  •   საბანკო მენჯემენტთან დაკავშირებული პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება;
  •   კომერციული ბანკის ბალანსის ანალიზი;
  •   კომერციული ბანკის აქტივების კლასიფიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტის შესაბამისად;
  •   კომერციული ბანკის ლიკვიდობის, გადახდის უნარიანობის და მათზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი და შეფასება;
  •    საგადამხდელო სისტემების, უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტების და კომერციულ ბანკში ანგარიშის გახსნის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
  •   საბანკო კრედიტის ფასის განსაზღვრა და პროცენტების დარიცხვის მეთოდების გამოყენება;
  •   საბანკო რისკების კლასიფიკაცია;
  •   შესაბამისი სტაჟირების გავლის შემდეგ საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად ჩატარება.


კურსს უძღვება: საბანკო საქმის ექსპერტი, დავით კიკვიძე,
პროფესორი: თეა მელაძე.

  •   ფუნქციონირებს როგორც დღის ასევე საღამოს ჯგუფები.
  •   ჩვენ არაერთი წარმატებით კურსდამთავრებული გვყავს დასაქმებული წლების მანძილზე. მსმენელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს,  როგორც ფასიანი ასევე უფასო პრაქტიკები. პრაქტიკის დროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მსმენელები შეისწავლიან ლოანკიპერი სპროგრამას .


აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:

  •   მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  •   აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  •   ინტერაქტიული გაკვეთილები;
  •   მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
  •   მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  •   ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.


კურსები გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის. მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და სამუშაოს გრაფიკზე. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია!

 

მის: მეტრო რუსთაველის  უკან,  ბარნოვის  № 3 ან  წერეთლის გამზირი № 1

დაგვიკავშირდით: (+995 599) 13 17 91, (+995 558)10 13 36, (+995 574) 02 11 00, (+995 32)99 90 21;

ელ-ფოსტა: : info@uniko.ge

ეწვიეთ ჩვენსვებ -გვერდს www.uniko.ge

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე: http://offer.uniko.ge/

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა