ავტორი

კინგსი საქართველო

mail: hr@kings.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტრატეგიული პროექტების მენეჯერი
დამსაქმებელი: კინგსი საქართველო
ბოლო ვადა: 2018/11/15
ნანახია: 51 -ჯერ

"კინგსი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული პროექტების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

"კინგსის" სასკოლო ოლიმპიადებში მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

ჩვენ ვახალისებთ, საინტერესო აქტივობებით ვავსებთ და გაცილებით უფრო მიმზიდველს ვხდით სასწავლო პროცესს, რითიც ვამტკიცებთ, რომ სწავლის ძირი მწარე არ არის. გინდა, გაიგო მეტი? - ჰკითხე შენს მეგობარ მოსწავლეს.

ჩვენი ფასეულობები, რომელთაც, გვჯერა რომ შენშიც აღმოვაჩენთ:

** თვითგანვითარება და თვითრეალიზება - ეს არის ის, რასაც ვაფასებთ.
** თანამედროვეობა, ინოვაცია, მუდმივი განახლება - ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს.
** წესრიგი, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა - ეს არის ის სამი უშეღავათო ცნება, რომელიც ჩრდილივით თან სდევს ყველაფერს, რაც ჩვენთანაა დაკავშირებული.
** უშუალობა, პირდაპირობა, გულწრფელობა - ეს არის ის, რითიც ვხელმძღვანელობთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიული განვითარების მხარდამჭერი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება..
პროდუქტების ანალიზი და მათ განვითარებაზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** გამოცდილება პროექტების მართვაში (სასურველია)
** გუნდის მართვის გამოცდილება (სასურველია)
** ენების ცოდნა (ინგლისური)

პიროვნული თვისებები:

** შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 15 ნოემბარმდე მისამართზე: hr@kings.ge, ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტრატეგიული პროექტების მენეჯერი. უპირატესობა მიენიჭება ადრე მიღებულ CV-ებს.

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა