• https://charte.ge/

ავტორი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

mail: hr@vivomedical.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის ადმინისტრატორი/დროებითი თანამშრომელი
დამსაქმებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2018/12/02
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1053 -ჯერ

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას საწყობის ადმინისტრატორის პოზიციაზე/ დროებითი თანამშრომელი 4 თვით 

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. # 5.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიღება რაოდენობის, სერიის, ვადის კონტროლით ზედდებულთან მიმართებაში;
  • მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა;
  • მედკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემა კლინიკებზე მოთხოვნის შესაბამისად;
  • გაცემული საქონლის პროგრამული აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნაშთების კონტროლი რაოდენობისა და ვადების მიხედვით;
  • შესყიდვების ანალიზი და 1 (ერთი) თვის მარაგის რაოდენობების განსაზღვრა კლინიკების მოთხოვნის შესაბამისად;
  • დეფიციტური პოზიციების გამოვლენა და შესაბამისი შეკვეთების ორგანიზება;
  • მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

 

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება.
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ს კარგი ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პოზიტიურობა.

 

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge  და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 დეკემბერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა