• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინგლისური, გერმანული და იაპონურენოვანი გიდი
დამსაქმებელი: გეორგიკა თრეველი
ბოლო ვადა: 2018/11/29
ნანახია: 872 -ჯერ

ტურისტული კომპანია "გეორგიკა თრეველი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური, გერმანული და იაპონურენოვანი გიდის პოზიციაზე.

 

მოთხოვნები:

  • ინგლისური, ან გერმანული ან იაპონური ენის სრულყოფილად ფლობა.
  • საქართველოს ისტორიის ცოდნა.
  • საუბრის კარგი მანერა.
  • პუნქტუალურობა.
  • ორგანიზებულობა.
  • კომუნიკაბელურობა.
  • პრობლემური საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი.

 

საწყის ეტაპზე მოხდება კანდიდატების შერჩევა, რის შემდეგაც ჩატარდება თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგები. ტრეინინგის ხანგრძლივობაა სამი თვე. მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მოხდება კანდიდატების საბოლოო შერჩევა გიდის პოზიციაზე.

 

უპირატესობა მიენიჭებათ შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით და მოტივაციის წერილი (ქართულად ან ინგლისურად), შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: office@georgicatravel.ge და მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.

საბუთები მიიღება 2018 წლის 10 დეკემბრამდე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა