• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი
დამსაქმებელი: სიდა
ბოლო ვადა: 2015/07/10
მდებარეობა: რუსთავი
განათლება მაგისტრთან გათანაბრებული
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ენები
ინგლისური კარგად
ნანახია: 1283 -ჯერ

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.cida.ge 

პოზიციის დასახელება: იურისტი
პოზიციის ადგილმდებარეობა: რუსთავი
საქმიანობის არეალი: საქართველო
პოზიციის ტიპი: სრული შტატი (1 შტატი)

იურისტის ამოცანები:

1. სიდას საქმიანობის იურიდიული საკითხების მართვა შემდეგ სფეროებში:

** საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და სამოქმედო გეგმა;
** მიგრაცია;
** თვითმმართველობა და რეგიონული/მუნიციპალური განვითარების დაგეგმარება;
** უმცირესობები;
** სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.

2. ამოცანების შესრულებისთვის: საკანონმდებლო ანალიზი, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, კანონის პროექტების შექმნა, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება კანონის პროექტებსა თუ კანონებზე, სიდას სამართლებრივი პოზიციების ფორმირება პრიორიტეტულ საკითხებზე, ბენეფიციარების იურიდიული კონსულტაცია.
3. სიდას ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა სამართლებრივი ექსპერტიზით, ხელშეკრულებების მომზადება და სხვა.
4. სხვა საქმიანობა, რაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს სიდას საქმიანობის ამოცანების განხორციელებისთვის.

კონტრაქტი ხანგრძლივობა: ერთი წელი
საქმიანობის ადგილი: საქართველო

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** იურიდიულ სფეროში მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება (ამ კონკურსის იურისტის ამოცანებით განსაზღვრულ სფეროებში მუშაობის გამოცდილება, სფეროების ცოდნა);
** სასურველია სამოქალაქო სექტორში საქმიანობის გამოცდილება/სექტორის შესახებ ინფორმაციის ქონა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

რეგიონებში მუშაობის/გადააგილების უნარი/შესაძლებლობა, დაგეგმარება და ორგანიზება, ადაპტაცია, ინოვაცია, ინფორმაცის მოგროვება, ურთიერთობების ჩამოყალიბება, მონიტორინგი, მრავალფეროვნება, განვითარება, შედეგზე ორიენტირება, გუნდური მუშაობა, სტაბილურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV (თანდართული ფორმით) ელ.მისამართზე: nata@cida.ge არაუგვიანეს 2015 წლის 10 ივლისისა.

 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა