• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: მაღაზია თეკლა
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/11/24
ნანახია: 581 -ჯერ

ტექნიკის მცირე მაღაზიისთვის გვესაჭიროება გამოცდილი გაყიდვების მენეჯერი.

ინფორმაცია:

კომპანია (მაღაზია) იმპორტით შემოიტანს პროდუქციას, რომელიც საქართველოში გაიყიდება, როგორც კომპანიის მაღაზიიდან, ისე კომპანიის ვებ-საიტიდან.

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები კანდიდატის მიმართ:

** მსგავს პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ პლიუსად;
** მაღაზიაში შემოსული-გაყიდული პროდუქციის ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება; მიღებული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და მაღაზიის თაროებზე განთავსება; ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ დირექტორის ინფორმირება;
** მაღაზიიდან საქონლის გაყიდვის გაფორმება, საკასო აპარატის გამოყენების და ჩგდ-ს გამოწერის ცოდნა; საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel) და ინტერნეტის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე მაინც;

პიროვნული თვისებები: 

** თავაზიანი
** პუნქტუალური
** გამართული მეტყველება
** ენერგიული
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლიანი.

სასურველია ცხოვრობდეს ისანი ან სამგორის რაიონში;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე, ყოველდღე. დასვენება კვირაში 1 დღე.
ანაზღაურება: შეთანხმებით 

მხოლოდ შესაფერის კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მისამართზე abada.ge@gmail.com და ელ.ფოსტის "Subject"-ში ჩაწერეთ "გაყიდვების მენეჯერი". ელ-ფოსტით მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი დეტალური CV ფოტოსურათთან ერთად.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა