• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მთავარი ბუღალტერი
დამსაქმებელი: Korter
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2018/11/09
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 5 წელი და მეტი
ნანახია: 600 -ჯერ

კომპანია  აცხადებს ვაკანსიას  მთავარი ბუღალტრის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში  საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
  • ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
  • კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
  • საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი  კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • პროგრამა APEX - ის ცოდნა სასურველია;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

სამუშაო გრაფიკი:  სრული

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hrcontact.georgia@gmail.com 2018 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა