• https://charte.ge/

ავტორი

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

mail: vacancy_rmc@heidelbergcement.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაცვის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
კატეგორია: უსაფრთხოება/დაცვა,
ბოლო ვადა: 2018/10/23
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 796 -ჯერ

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 11 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე ბეტონის წარმოების ქარხნებში თბილისში.  

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბეტონის ქარხნის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა და გასვლა);
  • პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში (მაგ, დასაცავ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ან უცხო და საეჭვო პირის არსებობის შემთხვევაში);
  • უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივად შემოწმება, რათა უზრუნველყოს მისი გამართული მუშაობა;
  • სიგნალიზაციითა და სათვალთვალო კამერებით მუშაობა;
  • ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა;
  • განათების საშუალებების, კამერების, ღობის მუდმივად შემოწმება;
  • კომპანიის შიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ოპერატიული რეაგირების უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy_rmc@heidelbergcement.ge .

 

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი, 2018. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დაცვის თანამშრომელი.

გისურვებთ წარმატებას!

 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა