• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: ჯიბე cash & carry
ბოლო ვადა: 2018/11/16
ნანახია: 787 -ჯერ

შპს "ჯიბე" საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელი. კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქციით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი: თბილისი (მეველეს ქ. 4, მეტრო "სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე) 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე (40 საათი) 

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციაზე და ასორტიმენტზე მომხმარებლის ინფორმირება;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში არსებული სტანდარტებით;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განთავსება, ვადების კონტროლი;
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;

მოთხოვნები: 

** შრომისმოყვარეობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** კარგი მათემატიკური უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი სადაც გნებავთ მუშაობა.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა