• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე/მეშაურმე
დამსაქმებელი: მასტერ ფუდი
ბოლო ვადა: 2018/11/15
ნანახია: 811 -ჯერ

შპს "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი. თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ხუთი ასეთი ობიექტი - გლდანი (ვეკუას ქ#14), გლდანი (ქერჩის და ვასაძის კვეთა), ვარკეთილი (ჯავახეთის ქ#2), სააკაძე (შარტავა ქ#2) და თამარ მეფის გამზ.#13, ხოლო ერთი - ქ. რუსთავში (მეგობრობის ქ #12). 

შპს "მასტერ ფუდი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. მოლარე 

სამუშაო საათები: 19:00-04:00.
კვირაში ერთი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 20 ლარი + ბონუსი
კვებით და ღამე ტრანსპორტირებით ვუზრუნველყოფთ.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; 
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

2. მეშაურმე

მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ადგილზე შესწავლის შემთხვევაში სტაჟირება დაახლოებით 2 თვე

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა