• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: ელვა მარკეტი
ბოლო ვადა: 2018/11/15
ნანახია: 720 -ჯერ

ჯიხურების ქსელი "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ელვა მარკეტი" წარმოადგენს მინიმარკეტის ტიპის, თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის ჯიხურების სტანდარტიზებულ ქსელს, რომელიც ფუნქციონირებს 2012 წლიდან. 

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის მიღება და რეალიზაცია;
** დაკისრებული გეგმის შესრულება და ზრდა;
** გასაყიდი პროდუქციის დეფიციტების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.

მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@elvamarket.ge 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ ელექტრონული წერილის თემაში (Subject) ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა