პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
ტრიბა |
კატეგორია: |
პრობლემური სესხების ექსპერტი,
|
ბოლო ვადა: |
2018/11/15 |
ნანახია: |
726 -ჯერ |
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი.
შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე, თბილისში, მოვალეობები:
** პორტფელში არსებულ მსესხებლების მოძიება და დამუშავება;
** მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით.
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
** პორტფელის მუდმივი მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში, პრობლემური აქტივების მართვაში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ და აქტიურ გარემოში მუშაობის უნარი
სამუშაო საათები:
** ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
** შაბათი - ნახევარი სამუშაო განაკვეთი. 10:00-14:00
ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: jobs@triba.ge ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.