• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სავაჭრო ობიექტის მენეჯერი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/07/22
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1808 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13,700 მაღაზიას მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს სავაჭრო ობიექტის მენეჯერისვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
ძირითადი მოვალეობები  :
  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა; 
  • პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების  და სხვა  ტიპის არსებული  დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტის პერიოდული აღწერის  დაგეგმარება და აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.  

უნარები: 

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზეvacancy@spar-geporgia.com 2015 წლის 22 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სავაჭრო ობიექტის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება. 
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა