• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კატეგორიის მენეჯერი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/07/22
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1580 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13,700 მაღაზიას მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს კატეგორიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
 
კატეგორიის მენეჯერის მოვალეობებია:
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება;
  • მომწოდებლებთან კომერციული პირობების შეთანხმება;
  • ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  • მომხმარებლის შესწავლა;
  • ასორტიმენტის განსაზღვრა სავაჭრო ობიექტების კატეგორიების მიხედვით;
  • კატეგორიისა და პოზიციების მომგებიანობის ანალიზი ;
  • გასაყიდი ფასისა და მარჟის კონტროლი;
  • პლანოგრამების დაგეგმვა;
 
წარმატებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; მარკეტინგი; ფინანსები);
  • კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ( Microsoft  Word; Microsoft  Excel; Microsoft Outlook)
  • საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი
კომპანია თავის თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ სარგებლის პაკეტს, საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე  Vacancy@spar-georgia.com არა უგვიანეს 2015 წლის 22 ივლისისა
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „კატეგორიის მენეჯერი“  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა