• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კურიერი
დამსაქმებელი: კომპანია
ბოლო ვადა: 2018/10/30
ნანახია: 812 -ჯერ

შპს "იჯი გრუპი" აერთიანებს ტექნიკის ბაზარზე არსებულ ორ უმსხვილეს მაღაზიათა ქსელს - "Smiley"-სა და "Aray Tomorrow"-ს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანი. ამასთან ერთად, კომპანია გამოირჩევა კადრების პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი დონით.

შპს "იჯი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

მოთხოვნები:

** ბაკალავრი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** მანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქციები:

** სხვადასხვა სახის გზავნილების  ადრესატისთვის მიწოდება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
** კომპანიაში არსებული ტრანსპორტის საშუალებით  საკურიერო მომსახურების გაწევა, როგორც კომპანიებისთვის, ასევე  ფიზიკური პირებისთვის.
** ფლაერების, ფასმაჩვენებლების, სტიკერების, სასაჩუქრე ბარათების და მაისურების  დარიგება ქსელის მაშტაბით.

პიროვნული მახასიათებლები:

** დაგეგმვისა და დროის  ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: vacancy@geosmiley.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2018 წ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა