• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უძრავი ქონების უფროსი ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: m2 უძრავი ქონება
კატეგორია: სამშენებლო,
ბოლო ვადა: 2015/07/16
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 2328 -ჯერ
m2 უძრავი ქონება – აცხადებს ვაკანსიას  უძრავი ქონების უფროსი ანალიტიკოსის თანამდებობაზე 
 
ძირითადი  მოვალეობები:
 
კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა: 
  • უძრავი ქონების ბაზრის მუდმივი შესწავლა-ანალიზი, გეგმის შესასრულებლად სტრატეგიის შემუშვება და პოტენციური მოიჯარეების/მყიდველების მოზიდვა; 
  • დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე უძრავი ქონების გასხვისება/ შეძენაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიისთვის საინტერესო უძრავი ქონების მოძიება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • მოიჯარეებთან ურთიერთობა, მათი კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი;
  • მოგების მომტანი პორტფელის კვარტლური და წლიური ამონაგებისა და დატვირთულობის კოეფიციენტის მონიტორინგი.
 
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
 
  • განათლება:  უმაღლესი;
 
სამუშაო გამოცდილება: 
  • სასურველია უძრავი ქონების ბიზნესში გაყიდვების და/ან მომსახურების კუთხით მუშაობის  გამოცდილება;
  • აუცილებელია სასტუმროში ფრონტ-ოფისის პოზიციებზე, გაყიდვებში ან ოფიციანტის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.
 
აუცილებელი ცოდნა და უნარები
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge 2015 წლის 6 ივლისამდე  (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა