• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: ადმინისტრაცია, სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/07/10
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1268 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  სერვის ადმინისტრატორის  ვაკანსიას თბილისში
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 41 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 13 რეფერალური ჰოსპიტალი, 3 სპეციალიზირებული ჰოსპიტალი, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, „ჩემი კლინიკა“).
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი
 
ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტების დახვედრა, საჭიროების შემთხვევაში დანიშნულების ადგილამდე მიცილება;
  • პაციენტის ზოგადი დაკვალიანება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება (მაგ.: ექიმის სამუშაო დრო, კაბინეტების განლაგება, ვიზიტისათვის საჭირო პროცედურა, ჩაწერის წესი, და ა.შ)
  • პაციენტების ვიზიტის მიზნისა და კლინიკაში არსებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად გადამისამართება;
  • პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
  • მოსაცდელ დარბაზებში სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა. საჭირო მასალების მომარაგების უზრუნველყოფა ;
  • რიგში მყოფ პაციენტებზე ზრუნვა, ყურადღების მიქცევა;
  • მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა (უკმაყოფილო პაციენტების მოსმენა, დამშვიდება და უმართვი, მოუგვარებელი სიტუაციის შემთხვევაში პაციენტის მომსახურების დარბაზიდან გაყვანა/მორიდება და უშუალო უფროსის ან კლინიკის მენეჯერის სწრაფი ინფორმირება);
  • უკმაყოფილო პაციენტებისათვის რეკლამაციების ფორმების შევსების უზრუნველყოფა, ფორმების უშუალო უფროსისათვის გადაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა გამოკითხვაში მონაწილეობა;
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება რეგისტრაციის უფროსის და/ან კლინიკის მენეჯერის დავალების   შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
 
 დამატებითი მოთხოვნები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის ანალიზის და  გადაცემის უნარი.
 
ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge.  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „სერვის ადმინისტრატორი - თბილისი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  10  ივლისი, 2015
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა