• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2015/07/18
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 872 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13,700 მაღაზიას მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს  ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.
 
მოვალეობები:
  • პროგრამაში (1c) ახალი ასორტიმენტის დარეგისტრირება და ფასების ცვლილების ასახვა; 
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • საწარმოს საამქროების ნაშთების კონტროლი;
  • აქციების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების ხარვეზების გასწორება;
  • კომპანიების რეტრო-ბონუსებისა და გადახდების პროგრამული ასახვა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
 
პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებულობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე:  Vacancy@spar-georgia.com  არა უგვიანეს2015 წლის 18 ივლისისა და  სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „ანალიტიკოსი“  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა