• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მერჩენდაიზერი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები, გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/07/18
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1106 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13,700 მაღაზიას მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს   მერჩენდაიზერის  ვაკანტურ პოზიციაზე. 
 
მოვალეობები:  
  • ობიექტებზე გაგზავნამდე ხილ-ბოსტნის შემოწმება და ხარისხის კონტროლი; 
  • კონკრეტულ რეგიონში განთავსებული სავაჭრო ობიექტების ხილ-ბოსტნეულითა  და  მზა ნაწარმით მომარაგების კონტროლი; 
  • ობიექტებში პროდუქციის სწორად განთავსების მონიტორინგი; 
  • ხილ-ბოსტნის ვარისიანობისა და განახლების კონტროლი; 
  • პროდუქციის ნაშთებისა და რეალიზაციის მონიტორინგი; 
  • მიმდებარე ტერიტორიაზე კონკურენტების ობიექტებში ანალოგიური პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასების ანალიზი და კონტროლი;
  • ყოველდღიური რეპორტების მომზადება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება 
  • 1C  პროგრამაში მუშაობის გამოცილება 
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა  
 
პიროვნული თვისებები 
  • მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებულობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
 
შერჩეულო კანდიდატი უნდა ფლობდეს მსუბუქ ავტომობილს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე:  Vacancy@spar-georgia.com  არა უგვიანეს2015 წლის 18 ივლისისა და  სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „მერჩენდაიზერი“  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. 
  
 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა