განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მცველი/დაცვის თანამშრომელი
დამსაქმებელი: დეტი
კატეგორია: ჯამრთელობა/უსაფრთხოება და გარემო,
ბოლო ვადა: 2018/10/27
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1361 -ჯერ

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების წინსვლასა და განვითარებაზე. ანხორციელებს მათ პროფესიონალურ გადამზადებას, რაც მიზნად ისახავს კომპანიის და გუნდის შემდგომ გაძლიერებას და გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

კერძო დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს მცველის - დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე!

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა (4 საათიანი დასვენებით - ძილი)
ანაზღაურება: 250-300 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** სიმაღლე 178 სმ-დან;
** სპორტული აღნაგობა;
** ასაკი - 20 წლიდან;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ზრდილობიანი და კულტურული
** დისციპლინირებული 
** ლოიალური
** გაწონასწორებული და თავდაჯერებული

დასაცავი ობიექტები მდებარეობს ქ. თბილისის შემდეგ რაიონებში: ისანი-სამგორი, ძველი თბილისი, ვაკე-საბურთალო, გლდანი-ნაძალადევი, ჩუღურეთი.

თუ თქვენ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს 2018 წლის 25 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV სასურველია ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მცველი" და თქვენი სახელი, გვარი.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა