მაღაზიათა ქსელის ,,ზღაპარის“ უმთავრესი ღირებულებაა მოტივირებული კადრი.
შემოგვიერთდით სავაჭრო დარბაზის მეთვალყურის პოზიციაზე, ჩვენ შეგიქმნით კომფორტულ სამუშაო პირობებს და ვიზრუნებთ თქვენი კარიერული წინსვლისა და განვითარებისათვის.
სამუშაო ადგილი : ნუცუბიძის ქ., ჯიქია, ლილო, გაბრიელ სალოსის ქ.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
**სავაჭრო დარბაზში წესრიგის კონტროლი
**მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო საქონლის თვითნებური მითვისების ფაქტების აღკვეთა
**სავაჭრო დარბაზში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
**პასუხისმგებლობისგრძნობა
**შრომისმოყვარეობა
**ორგანიზებული
**პუნქტუალური
**დაკვირვების უნარი
**სწრაფი რეაგირების და აზროვნების უნარი
**შედეგებზე ორიენტირებულობა
**სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (განიხილება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც)
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი ორ ცვლიანი:
I ცვლა 08:00-16:00
IIცვლა16:00-24:00
დასვენების დღე- ურთიერთშეთანხმებით
ანაზღაურება : 300-350 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: zgapari.hr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
კანდიდატების შერჩევაა მოხდება გასაუბრების საფუძველზე ,კომპანიის სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭიჭინაძის # 17 (აფრიკა)
გისურვებთ წარმატებას!