• https://charte.ge/

ავტორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია

tel: 2 200 220 (5204)
mail: hr@itvet.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის პროფესიული განათლების მასწავლებელი
დამსაქმებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2018/10/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ნანახია: 771 -ჯერ

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანტურ (შტატგარეშე) პოზიციაზე.

 

      ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის პროფესიული განათლების მასწავლებელი

 

 

სამუშაო აღწერილობა:

  •          პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
  •          კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
  •          პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;
  •          საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება;
  •          სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  პროფესიულ სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება; 
  •          სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა.

 

 

სალექციო თემატიკა:

 

  •          კომპიუტერის აწყობა;
  •          ძირითადი უსაფრთხოების საკითხები;
  •          ოპერაციული სისტემა Windows და Windows Server-ის ინსტალაცია;
  •          დრაივერების და დამხმარე პროგრამების ინსტალაცია;
  •          პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვა;
  •          კომპიუტერული ტექნიკის დაცვა ვირუსული პროგრამებისგან;
  •          აქტიური დირექტორიის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  •          ჯგუფური პოლიტიკების შექმნა/კონფიგურაცია;
  •          პროგრამული რისკების გამოვლენა და პრევენციის გზები;
  •          უკაბელო და საკაბელო ქსელის გამართვა;
  •          ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  •          მობილური, Linux და OS X ოპერაციული სისტემების საფუძვლები.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

 

  •          „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  •          სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.
  •          სასურველია კანდიდატი იყოს CISCO-ს აკადემიის ინსტრუქტორი.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

  •          პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და   ღირებულების შესაბამისად.

 

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge  "Subject"-ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.

 

 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი 2018 წლის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა(ყოფილი ბუდაპეშტი)

ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა