• https://charte.ge/

ავტორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია

tel: 2 200 220 (5204)
mail: hr@itvet.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვებ პროგრამირების პროფესიული განათლების მასწავლებელი/ინსტრუქტორი
დამსაქმებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2018/10/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ნანახია: 704 -ჯერ

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანტურ (შტატგარეშე) პოზიციაზე.

 

      ვებ პროგრამირების პროფესიული განათლების მასწავლებელი/ინსტრუქტორი

 

 

 

სამუშაო აღწერილობა:

  • პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
  • კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
  • პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება;
  • სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  პროფესიულ სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება; 
  • სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა.

 

 

სალექციო თემატიკა

 

  • თანამედროვე ვებ სტანდარტები (Html5; CSS3);
  • JavaScript პროგრამირების ენა;
  • jQuery ტექნოლოგიები;
  • საიტის მართვის სისტემები;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

 

  • „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მქონე ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

  • პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და   ღირებულების შესაბამისად.

 

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge  "Subject"-ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.

 

 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი 2018 წლის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა(ყოფილი ბუდაპეშტი)

ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა