• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კურიერი - ბათუმი
დამსაქმებელი: ოდისეა
ბოლო ვადა: 2018/10/15
ნანახია: 685 -ჯერ

თუ გსურს დასაქმდე? ხარ აქტიური და შრომისმოყვარე, გყავს საკუთარი ავტომობილი, კარგად მართავ საჭეს და იცნობ შენი ქალაქის ქუჩებს, კომპანია ოდისეა გაძლევს შესაძლებლობას გამოავლინო საკუთარი უნარები და გახდე წარმატებული გუნდის ახალი წევრი. 

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. ოდისეას წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება. 

სამუშაო ადგილი: ბათუმი
პოზიცია: კურიერი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორი დღე 10:00 - 19:00 
ანაზღაურება - ფიქსირებული 400 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება დანიშნულების ადგილზე;
** თანხის აღება და აღრიცხვა;
** ჩაბარებული პროდუქციის აღრიცხვა;
** აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ეკონომიური ავტომობილი, სასურველია გაზზე. 

ძირითადი მოთხოვნები: 

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ა.წ. 15 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა