• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: გორგია
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/10/09
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 827 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე,პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. 

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. 

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ქოლორისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საღებავის ფერის დამზადება უმაღლესი ტექნოლოგიის გამოყენებით
** კონსულტაციის გაწევა ავტოსექტორის სხვადასხვა პროდუქციაზე
** გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა და მარაგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სასურველია ავტომობილების შეღებვის ტექნოლოგიების ცოდნა
** ფერების დასმის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge 2018 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა