• https://charte.ge/

ავტორი

ჯეო დისტრიბუშენ გრუპი

mail: vacancy@gdg.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტრენერ-რეკრუტერი - გამარჯვება
დამსაქმებელი: ჯეო დისტრიბუშენ გრუპი
ბოლო ვადა: 2018/10/25
ნანახია: 647 -ჯერ

შპს "ჯეო დისტრიბუშენ გრუპი" - "ბიუ-ბიუ"-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი - აცხადებს ვაკანსიას ტრენერ-რეკრუტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, სოფ. გამარჯვება
დეპარტამენტი: საოპერაციო დეპარტამენტი 
უშუალო ანგარიშვალდებულება: საოპერაციო დეპარტამენტის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი კვირაში)
სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კადრების შერჩევა, ვაკანსიების განხილვა, ინტერვიუების დაგეგმვა/ჩატარება;
** მოტივაციის მექანიზმების დანერგვა;
** საოპერაციო დეპარტამენტის მენეჯერთან კოორდინაციაში ტრენინგების საჭიროების კვლევა და წლიური ტრენინგ გეგმის შემუშავება.
** სატრენინგო მასალის, პრეზენტაციების და სახელმძღვანელოების შემუშავება და მუდმივი განახლება;
** ტრენინგების ჩატარება (სერვის+);
** სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის ტრენინგების დაგეგმვა, ადმინისტრირება, შეფასება და ანგარიშების მომზადება 
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით ყოველკვირეული ვიზიტების განხორციელება კომპანიის საფირმო მაღაზიათა და სავაჭრო ჯიხურების ქსელში (საჭიროებისამებრ ადგილზე მომუშავე თანამშრომლების ადგილზე დატრენინგება);
** მისტიური მომხმარებლების კვლევის პროცესის ადმინისტრირება, ანალიზი და შედეგებზე ანგარიშების მომზადება
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერითი)
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალების მიმართ დაკვირვებული
** მომხმარებელზე ორიენტირებული
** გუნდში მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ენები: რუსული - კარგი, ინგლისური - კარგი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: vacancy@gdg.ge და მიუთითონ ვაკანსიის სახელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა