• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრომოუტერი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/10/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ნანახია: 609 -ჯერ

“ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico,  Elpozo და სხვა; ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

„ევროპროდუქტი“ გთავაზობთ ბაზარზე კონკურენტულ სამუშაო პირობებს - მათ შორის დღეში მხოლოდ 6 საათ სამუშაო გრაფიკს და გარანტირებულ ფიქსირებულ ანაზღაურებას (ბონუსების გარდა).

 

მოთხოვნები:

  • ენერგიული;
  • კომუნიკაბელური;
  • შრომისმოყვარე;
  • პრეზენტაბელური;
  • პუნქტუალური;
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა).

 

მოვალეობები:

  • მომხმარებლებისათვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა;
  • პროდუქტებზე დეგუსტაციების ჩატარება და შეთავაზება;
  • პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა / გაყიდვების სტიმულირება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@europroduct.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პრომოუტერი“.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა