• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი/სავაჭრო აგენტი - ბათუმი
დამსაქმებელი: ბიდი კომპანი
ბოლო ვადა: 2018/10/20
მდებარეობა: ბათუმი
ნანახია: 569 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს უკრაინული საკონდიტრო ბრენდის "Roshen" ოფიციალურ, ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში. 

კომპანია აცხადებს პრისელერის (სავაჭრო აგენტის) ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი.

პირობები:

** სამუშაო საათები: 8:30-18:00.
** სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით).
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე. 
** ქონებრივი უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა.
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.
** პრეზენტაბელურობა.
** პასუხისმგებლიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@bdcompany.ge და ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა