• https://charte.ge/

ავტორი

სადისტრიბუციო კომპანია

mail: lae.districo@client.jobs.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრაციული თანაშემწე
დამსაქმებელი: სადისტრიბუციო კომპანია
ბოლო ვადა: 2018/10/20
ნანახია: 799 -ჯერ

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ზოგადი დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;
** დოკუმენტების მომზადება შემდგომი შენახვისა და გამოყენებისათვის (არქივარიუსი);
** ოფისის მენეჯერისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის, ბიულეტენზე, შვებულებაში, ან დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს მათი ფუნქცია-მოვალეობების შეთავსება.

კანდიდატი ადგილზე შეისწავლის საქმეს. გამოცდილება აღნიშნულ სფეროში არ არის სავალდებულო.

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი;
** ასაკი: 21-დან 30 წლამდე;
** უმაღლესი განათლება;
** ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული აუცილებელია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint).

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი.

ანაზღაურება: 600 ლარი.

გთხოვთ, თქვენი განაცხადი გამოგზავნოთ ელფოსტაზე: lae.districo@client.jobs.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრაციული თანაშემწე".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა